თარიღი: თებერვალი 2018 – აგვისტო 2018
კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული შედეგი საქართველოსთვის ძალიან სასიკეთო პროექტში მონაწილეობაა, ეს დენდროლოგიური პარკის შექმნას გულისხმობს, რომელსაც ძალიან საინტერესო და შორსმავალი გეგმები აქვს. პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ სქართველოდან სხვა და სხვა ჯიშის გიგანტური მრავალწლოვანი ხეების გადაზიდვას შეკვეთილში და შავი ზღვის სანაპიროზე ახალი უნიკალური პარკის გაშენებას. აქ თავმოყრილი ნიმუშების მრავალფეროვნება შექმნის ადგილს, როგორც ტურიზმის განვითარების კუთხით, ასევე სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით.
LS Heavylift-ს პარკის ტერიტორიაზე ხეების სხვა და სხვა მდებარეობიდან ტრანსპორტირებისთვის ხელშეკრულება გაუფორმდა. ჩვენი კომპანია ერთადერთი კომპანია იყო საქართველოში რომელსაც პროექტისთვის განკუთვნილი ყველაზე დიდი 800 ტონამდე სიმძიმის ხეების გადაზიდვა შეეძლო ახალი ჰიდრავლიკური მოდულების მეშვეობით. ხშირი შემთხვევა იყო როდესაც ხეების მდებარეობა ტყის სიღრმეში იყო, ასეთ დროს უგზოობა და სხვა ხეების დაზიანების ალბათობა ჩვენი გამოწვევის სირთულეს ზრდიდა. ხის ლოკაციზე ჩვენი სატვირთო მანქნები მაქსიმალური სიფრთხილით შეგვყავდა და ხეს მოდულზე ვტვირთავდით. დამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი ინჟინრები ტყიდან გასავალ ყველაზე ოპტიმალურ მარშუტს ადგენდნენ, თიოთოეული მოქმედება და გადაწყვეტილება დეტალურად იყო გათვლილი. რთული რელიეფის დასაძლევად ჩვენი გუნდი იყენებდა სპეციალურ ბეტონის ფილებს რომლის მეშვეობით დროებითო გზა კეთდებოდა. ტრანსპორტირების პროცესი ზოგჯერ დიდ დროს საჭიროებდა მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული და ტვირთს საბოლოო ლოკაციამდე გართულებების გარეშე მიეღწია.
ახალი დენროლოგიური პარკი მნიშვენოლვან როლს ითამაშებს შავი ზღვიპირეთის ტურისტულ ასევე როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვამაყობთ იმით რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის სასშუალება მოგვეცა.