იანვარში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა – საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

იანვარში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა – საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ექსპორტმა $238.8 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ექსპორტის ზრდა პირველ რიგში სპილენძის მადნების, ავტომობილების, ღვინის და თამბაქოს ნაწარმის ზრდას უკავშირდება. 2019 წელსაც საქართველოს წამყვანი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია.

  1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $42.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2.5%;

2) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – $26.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 66.9%;


3) ფეროშენადნობები – $18.1 მილიონი, კლება წინა წელთან 33%;

4) ღვინოები – $15.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19.4%;


5) თამბაქოს ნაწარმი – $15.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 276%;


6) მედიკამენტები – $12.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35.6%;


7) აზოტოვანი სასუქები – $8.9 მილიონი, კლება წინა წელთან 20%;


8) მინერალური წყლები – $7.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24.1%;

9) სპირტიანი სასმელები – $6.6 მილიონი, კლება წინა წელთან 14%;

10) ოქრო – $6.3 მილიონი, კლება წინა წელთან 23.2%.

იანვარში საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ $826.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2%-ით აღემატება. აქედან იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

წყარო: http://www.bm.ge/ka/article/ianvarshi-eqsporti-7-it-gaizarda—saqartvelos-10-mtavari-saeqsporto-saqoneli/30020/