ფოთის პორტში ახალი ტერმინალის პირველი ფაზა 2020 წელს დასრულდება

ფოთის პორტში ახალი ტერმინალის პირველი ფაზა 2020 წელს დასრულდება

“პეის ჯორჯიას” დამფუძნებლის ირაკლი კერვალიშვილის განცხადებით, კომპანია ახალი ტერმინალის ასაშენებლად სამუშაოებზე ტენდერს ორ თვეში გამოაცხადებს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

“ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ტვირთებს და დღესაც იმიტომ ვაშენებთ. ჩვენ ამ ტერმინალზე გავაღრმავებთ ეკვატორიას 12 მეტრამდე, სულ გვაქს 650 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი, რომლის რეკონსტრუქცია უნდა გავაკეთოთ და გავაღრმავოთ ნავმისადგომებთან წყლის სიგრძე, რომ დიდი გემები მივიღოთ. ჩვენ ახლა ვაცხადებთ ტენდერს, 4 წელი ვმუშაობდით OPIC-თან. 99 მლნ აშშ დოლარიდან 50 მლნ OPIC-ის ფულია. ეს 50 მლნ 15-წლიანი სესხია. მზად ვართ ტენდერისთვის, გვყავს ოთხი მონაწილე და სამ მონაწილეს კიდევ ველოდებით. ეს არის თურქული, დანიური, ჰოლანდიური კომპანიები, რომელთაც აქვთ ლიცენზია და გამოცდილება ჰიდრონაგებობისა და დაღრმავების საქმიანობაში. ტენდერის გამოცხადებას ორი თვე დასჭირდება. დოკუმენტაცია მზად გვაქვს. მას შემდეგ კი სამუშაოებს 18 თვე დასჭირდება, 2020 წლის ბოლოსთვის კი პროექტის პირველი ფაზა დასრულდება”, -განაცხადა “პეის ჯორჯიაას” დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა.

Source: http://www.bm.ge/ka/article/fotis-portshi-axali-terminalis-pirveli-faza-2020-wels-dasruldeba-/29511/