ჩვენ შესახებ

საერთაშორისო  საექსპედიტორო კომპანია Logistics Solutions-ის შვილობილი კომპანია LS Heavylift 2016 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია სხვადასხვა ტიპის მძიმე, არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვაში

საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმიანობას და ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, მთავარ ღირებულებად იღებს საერთაშორისო მიდგომებს და ადგილობრივ მახასიათებლებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

LS Heavylift-ის პროფესიონალთა გუნდმა უკვე არაერთი ტექნიკურად ურთულესი პროექტი ზედმიწევნით ხარისხიანად შეასრულა. კომპანია ფლობს ყველაზე მაღალი ტვირთმზიდაობის მქონე ტექნიკას ჩვენს რეგიონში რომელიც რთული პროექტების სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობას იძლევა.

Ethics / Code of Conduct

კომპანია  მკაცრად მოქმედებს ბიზნეს წესების დაკომპანიის შიდა ქცევისკოდექსის შესაბამისად. კომპანიის ურთიერთდამოკიდებულება მომხმარებელთან და  სუბკონტრაქტორებთან ეფუძნება პატივისცემას და თანაბარმიდგომას. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა, ჯანსაღი კონკურენცია და გამჭირვალე ბიზნეს ოპერაციები.

ჩვენთან სამომავლო ბიზნესთან თამშრომლობა დგება კომპანიის შიდა რეგულაციების გავლის შემდეგ.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების კულტურის დამკვიდრებას.

ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად ყველა ბიზნეს გადაწყვეტილება თუ ურთიერთობა დამყარებულია პროფესიულ ეთიკასა და პატიოსნებაზე.

ლოჯისთიქს სოლუშენსი მიესალმება ყველა ახალ კონტრაქტორს და ყოველთვის მზად  არის განიხილოს ახალი შემოსული წინადადება

QHSE

კომპანია  მკაცრად მოქმედებს თავისი ხარისხის სისტემის შესაბამისად და დიდ ყურადღებას აქცევს ჯამრთელობის, შრომის , უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას.

ყველა პროექტი ხორციელდება HSE-ის და ხარისხის მენეჯერების კონტროლის ქვეშ, ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღემდე, პროექტის განხორციელების პროცესში არ გვქონია არანაირი დაზიანებები.