სერვისები
არაგაბარიტული ტვირთები
მძიმე და არაგაბრიტული ტვირთების ტრანსპორტირება საკმაოდ რთული და კომპლექსური სამუშაო არის. თანამედროვე ტექნიკის, ინჟინერთა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის და მაღალი პროფესიონალიზმის მეშვეობით, ჩვენ ჩამოვყალიბდით საიმედო პარტნიორებად ჩვენი მომხმარებლებისათვის.
ტრანსპორტირების ნებართვა და ესკორტის სერვისი
მძიმე და არაგაბრიტული ტვირთების გადაზიდვის დროს, ესკორტის ყოლა ხშირად ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის ტრანსპორტირების პროცესს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის დაცვას და გაცილებას დანიშნულების პუნქტამდე, პროფესიონალთა გუნდის და საჭირო ტექნიკის მეშვეობით.
საინჟინრო სამუშაოები და მარშუტის კვლევა
იმისთვის რომ ტრანსპორტირება მოხდეს შეუფერხებლად საჭიროა მარშუტის წინასწარი შესწავლა.
ამ სერვისის მიზანია შეირჩეს ყველაზე ოპტიმალური მარშუტი, მოხდეს ყველა შესაძლო დაბრკოლების იდნეტიფიცირება და შემდგომ მისი აღმოფხვრა, იქნება ეს გზის სავალი ნაწილის გაფართოვება თუ მისი ზედაპირის დაბლა დაწევა.
ამწეების სერვისი
ჩვენი კომპანიის ინჟინერთა გამოცდილი გუნდი და ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკა - სხვადსხვა ტვირთამწეობის მქონე თანამედროვე მობილური ამწეები - ნებისმიერი რთული და კომპლექსური პროექტის ეფექტურად შესრულებას შესაძლებელს ხდის.
სამრეწველო სექტორი
ქარის ენერგიის აღჩურვილობის ტრანსპორტირება
ბოლო რამოდენიმე წელიწადია აქტუალურია ქარის ენერგიის ტექნოლოგიები. რეგენერაციული ენერგიის გამოყენება სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიო მაშტაბით. შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მის ტრანსპორტირებაზე.
ქარის ენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სექტორი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების, მისი მაშტაბურობიდან გამომდინარე.
სწორედ მაშტაბური და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირების დაგეგმარება და განხორციელება არის LS Heavylift-ის უმთავრესი მიმართულება, რასაც საკმაოდ მსხვილი წარმატებით განხორციელებული პროექტი მოწმობს.
პროექტირება, მომარაგება, მშენებლობა
EPC (Engineering, Procurement, Construction / პროექტირება, მომარაგება, მშენებლობა) ფორმატის პროექტები საკმაოდ რთულ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ვინაიდან ტრანსპორტირების დროს თუნდაც მცირედმა შეცდომამ , შესაძლოა დიდი ზარალი გამოიწვიოს. ამიტომ წარმატებულად გადაჭრილი EPC ფორმატის პროექტები სწორ დაგეგმარებაზეა დამოკიდებული.
ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ ყველა საჭირო მასალის ტრანსპორტირება მაღალი მოთხოვნებით და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
მძიმე და სამშენებლო ტექნიკის იმპორტ/ექსპორტი
ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულად გვეჩვენება სამშენებლო ტექნიკის : ექსკავატორების, საბურღი დანადგარების და სხვა ტექნიკის ტრანსპორტირება. სინამდვილეში კი იგი მოითხოვს დაგეგმარებას , დამაგრების პრინციპების ცოდნას , ტრანსპორტირების მარშრუტის სწორ დაგეგმარებას და შესაბამისი ნებართვების ქონას.
ნავთობქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირება
ნავთობქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირება მოითხოვს მკაცრ კონტროლს, ტვირთის ექსპედირებას თითოეულ ინსტანციაზე და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებას. LS Heavylift გთავაზობთ ნავთობქიმიური ნედლეულის ტრანსპორტირებას უსაფრთხოების ყველა ნორმების გათვალისწინებით.
სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა
მაღალი ხარისხის სტანდარტებით შესრულებული სამშენებლო პროექტები ყოველთვის იწყება დაგეგმარებით. მშენებლობაში გამოყენებული მასალა აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო, გამძლე და ამავე დროს მაღალი ხარისხის. ხშირ შემთხვევაში სამშენებლო მასალების შესყიდვა ხდება მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებიდან. სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება კი მოითხოვს ტვირთის შესაბამისად სხვადასხვა სტანდარტების დაცვას. LS Heavylift – მზად არის უსაფრთხოდ და ამავე დროს კლიენტის ჯანსაღი მოთხოვნების გათვალისწიებით მაღალი სტანდარტით შეასრულოს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება.